„ქართული კლასიკო“ თასის ნახევარფინალში - ფინალს ბათუმი უმასპინძლებს #1TVSPORT
„ქართული კლასიკო“ თასის ნახევარფინალში - ფინალს ბათუმი უმასპინძლებს #1TVSPORT

„ქართული კლასიკო“ დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალშიც შედგება – ეს ცნობილი გახდა 2022 წლის გათამაშების ეტაპის წილისყრის შემდეგ, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა.

პროცედურაში ეროვნული ლიგის სამი და ლიგა 4-ის ერთი წარმომადგენელი მონაწილეობდა. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

ტორპედო – დინამო თბილისი

ლოკომოტივი 2 – საბურთალო

დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები 2 ნოემბერს გაიმართება. შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

ცნობილი გახდა 2022 წლის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მატჩის მასპინძელი ქალაქი. გადამწყვეტი შეხვედრა ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ 7 დეკემბერს გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.

2022 წლის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში მასპინძლის სტატუსით ქუთაისის „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისის“ წყვილში გამარჯვებული გუნდი ითამაშებს.