ქართული კლასიკო დინამო-არენაზე - კრისტალბეთლიგას საქართველოს პირველი არხი აჩვენებს
ქართული კლასიკო დინამო-არენაზე - კრისტალბეთლიგას საქართველოს პირველი არხი აჩვენებს
23 და 24 მაისს, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-15 ტურის მატჩები გაიმართება. სატურნირო კუთხით მნიშვნელოვანი იქნება „ჩიხურასა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრა, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ამ მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.
 
გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, „ვიტ ჯორჯია“ პირველ შეხვედრას ჩაატარებს – გუნდი თბილისის „ლოკომოტივს“ მიხეილ მესხი 2-ზე უმასპინძლებს.
24 მაისს ბოლნისში ქვემო ქართლის დერბი შედგება – თამაზ სტეფანიას სახელობის არენაზე „სიონი“ „რუსთავს“ უმასპინძლებს.
მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო” ხვალ გორს ესტუმრება, „დილას” 21:00 საათზე დაუპირისპირდება და „თენგიზ ბურჯანაძის” სახელობის სტადიონზე წარმატებული სერიის გაგრძელებას შეეცდება. თუმცა, თბილისელებს რთული საგარეო შეხვედრა ელით.
და ბოლოს: ქართული კლასიკო, რომელიც „დინამო არენაზე“ გაიმართება – თბილისის „დინამო“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს. ეს იყო და არის შეხვედრა, რომელიც ყოიველთვის საინტერესოა და ყველაზე მეტ მაყურებელს იზიდავს.
ხუთშაბათი, 23 მაისი, 2019
ჩიხურა – დინამო ბთ
19:00. მიხეილ მესხი – თბილისი მეორე არხივი
ვიტ ჯორჯია – ლოკომოტივი.
21:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი
პარასკევი, 24 მაისი, 2019
სიონი – რუსთავი
17:00. თამაზ სტეფანია – ბოლნისი
დინამო თბ – ტორპედო
19:00. დინამო არენა – თბილისი
დილა – საბურთალო.
21:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი