ქართული „კლასიკო“ ბოლო წუთზე შეწყდა - ინციდენტების გამო მსაჯი გასახდელში გავიდა #1TVSPORT
ქართული „კლასიკო“ ბოლო წუთზე შეწყდა - ინციდენტების გამო მსაჯი გასახდელში გავიდა #1TVSPORT

„რამაზ შენგელია არენაზე“ 83-ე ქართული „კლასიკოთი“ უნდა დასრულებულიყო ეროვნული ლიგის მე-10 ტურის მატჩი. ქუთაისის „ტორპედომ“ პრინციპულ მეტოქეს, „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და შეხვედრა ბოლო წუთებზე შეწყდა.

ეს იყო მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა, რომლის სანახავადაც ქუთაისის სტადიონზე დააახლოებით 10 ათასი ადამმიანი მივიდა. მათგან გამხნევებულმა „ტორპედომ“ თბილისელებს არაერთი პრობლემა შეუქმნა. აქტიური იყო გიორგი არაბიძე, რომელმაც 22-ე წუთზე ბურთი ძელს მოარტყა,ვმაგრამ პირველი ნახევარი თბილისელებმა მოიგეს. პირველი სახიფათო მომენტი მე-15 წუთზე „დინამოს“ თავდამსხმელმა გიორგი გაბედავამ შექმნა. მართალია, პირველ ცდაზე მიზანს ვერ მიაღწია, მაგრამ 30-ე წუთზე „დინამო“ ეფექტური გოლით დააწინაურა – 0:1.

მეორე ტაიმში თამაში სანახაობრივი და კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა. ქუთაისელებმა მთელი ძალებით შეუტიეს და „დინამოს“დაცვა საგრძნობლად შეაწუხეს. ტორპედოელებმა რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს. 59-ე წუთზე თბილისელთა საჯარიმოში არაბიძე საიმონ ბენიოსთან შეჯახების შემდეგ წაიქცა და მასპინძლები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა თამაში გააგრძელა და ქუთაისელ გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია.

75-ე წუთზეც მომენტი ისევ არაბიძემ შექმნა. ქუთაისელთა შემტევის შესრულებული ჯარიმის შემდეგ „დინამოს“ მეკარემ ბურთი მოიგერია – დამატებაზე ლევან არველაძემ კარში დაარტყა, ბურთს ხაზზე ალექსანდრე კალანდაძე გადაეფარა და „დინამო“ გოლისგან გადაარჩინა.

ქუთაისელებმა შანსებით ვერ ისარგებლეს და ამის გამო 82-ე წუთზე დაისაჯნენ. უსწრაფესი კონტრშეტევა თორნიკე კირკიტაძემ წამოიწყო, სტანისლავ ბილენკის გაუგრძელა, შემდეგ კარის წინა გახსნილმა ბურთი დაიბრუნა და „დინამოს“ უპირატესობა გაზარდა – 0:2.

89-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ „დინამოს“ მცველის, საიმონ ბენიოს უხეში შეცდომით ისარგებლა, სხვაობა შეამცირა და თამაშს ინტრიგა დაუბრუნა. თუმცა ამ დროს მეტოქეთა შორის და ტრიბუნაზეც ვითარება დაიძაბა – ინციდენტის რამდენიმე წერტილი შეიქმნა, მოედანზე გულშემატკივრებიც შევარდნენ. ამის გამო თამაში შეწყდა და შეხვედრის მთავარი არბიტრი მოედნიდან გასახდელში გავიდა.