ქართული გუნდებისთვის ევროსეზონი დასრულდა - „დინამო“ ფარერის ჩემპიონმა შეარცხვინა (ვიდეო)

ევროპის ლიგაზე ქართული გუნდების მონაწილეობით ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები დასრულდა და ორივე ქართული გუნდი გამოვარდა.

თბილისის „ლოკომოტივი“ ესპანეთში „ნუევო ესტადიო ლოს კარმენესზე” „გრანადას“ ესტუმრა და ლა ლიგის გუნდს ღირსეულად ეთაამშა. პირველ ტაიმში გოლი არ გაატანინა. მეორე ნახევარი „ლოკომოტივისთვის“ ცუდად დაიწყო. 48-ე წუთზე, ვენესუელის ნაკრების შემტევმა, დარვინ მაჩისმა ანგარიში ულამაზესი დარტყმით გახსნა 1:0. 59-ე წუთზე გიორგი გაბაძემ 5-წუთიან მონაკვეთში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თბილისელები 10 კაცით დარჩნენ. 90+1 წუთზე ესპანელებმა „ლოკომოტივის“ კარი მეორედ მაინც აიღეს: ხორხე მოლინამ დამატებაზე ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 და „გრანადაპლეიოფშია.

„დინამო თბილისი“ ფარერის კუნძულების ჩემპიონ „კლაკსვიკს“ ესტუმრა და საქართველსო საფეხბურთო იმიჯს სერიოზული დარტყმა მიაყენა. პირველი ტაიმის შემდეგ 0:1 მარცხდებოდა. ანგარში 22-ე წუთზე დანი პავლოვიჩმა გახსნა. 58-ე წუთზე „დინამოს“ მეორე გოლი პატრიკ იოჰანსენმა გაუტანა და „დინამო“ სრულაიდ მოიშალა. მე-60 წუთზე პალ კლეტსკაპმა სტუმართა კარი მესამედ აიღო. თბილისელებიდან სხვაობა 71-ე წუთზე ვიტორ პერნამბუკოს შეამცირა. მაგრან 69-ე და 73 წუთებზე კლეტსკაპმა კიდევ ორი გაიტანა და ჰეთ-თრიქი შეასრულა, 85-ე წუთზე მეექვსედ „დინამოს“ კარი იონ იოჰანსენმა შეარხია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 6:1. საბოლოოდ, „კლაკსვიკმა“ 6:1 მოიგო და პირველად ისტორიაში, ქართული გუნდი ფარერების წარმომადგენელთან დამარცხდა, რომელიც ევროპალიგის პლეი ოფში გავიდა.