ქართული გუნდების ხუთი მოგება ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე #1TVSPORT
ქართული გუნდების ხუთი მოგება ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე #1TVSPORT

დასრულდა ევროპის ახალგაზრდული საკალათბურთო ლიგის პირველი წრე, რომელსაც ლიეტუვის დედაქალაქმა ვილნიუსმა უმასპინძლა. აღნიშნული ტურნირის 16-წლამდელთა კატეგორიაში 2 ქართული გუნდი ასპარეზობს – „საქართველო 2006“ და კლუბი „ვინგსი“.

საქართველო 2006-ს ირაკლი ჩერქეზიშვილი წვრთნის და ის ქართული გუნდების პერსპექტიული მოთამაშეებისგანაა დაკომპლექტებული. რაც შეეხება „ვინგსს“, ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილი გუნდი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ტურნირებში და მათ შორის, ევროპის ლიგაშიც.

ქართულ გუნდებს ვილნიუსში განსხვავებული ბადე ჰქონდათ და ერთმანეთს არ შეხვედრიან. საქართველო 2006-მა 5 მატჩიდან 2 მოიგო. პირველ დღეს თითო მოგება-წაგების შემდეგ ჩერქეზიშვილის გუნდმა 2 შეხვედრა დათმო – „ცმოკი-მინსკთან“ 51:80 და შემდეგ „ვილნიუს KM-2005-თან“ 62:66. ტურის დასკვნით დღეს, 19 დეკემბერს, ჩერქეზიშვილის გუნდმა „ვილნიუს KM-05“ იოლად – 63:45 დაამარცხა.

რაც შეეხება „ვინგსს“, ბურჯანაძის გუნდმა 5-დან 3 მატჩი მოიგო. პირველ დღეს თითო მოგებისა და წაგების შემდეგ ვინგსელებმა უკრაინის 1 წლით უმცროსი ასაკის ნაკრებს 52:45 აჯობეს, „ვილნიუს KM-თან“ კი შანსი არ ჰქონიათ – 32:80. პირველ წრის დასკვნით მატჩში ბურჯანაძის გუნდმა „ლუქსემბურგს“ 51:35 მოუგო და მიმდინარე ცხრილში ბელარუსულიცმოკი-მინსკის“შემდეგ მე-2 ადგილზეა. უშუალოდ პირველი ტურის საპრიზო ადგილებიც გათამაშდა, რომელსაც „ვინგსიშეწვდა. ბურჯანაძის გუნდმა მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა.

მე-2 წრის მატჩები 27-30 იანვარს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება, სადაც თითოეული ჩვენი გუნდი 5 მატჩს გამართავს. მე-3 წრე კი პოლონურ გდინიაში, 2022 წლის 3-6 მარტსაა დაგეგმილი.