ქართული გუნდები კონფერენს ლიგაზე - „დინამოსა“ და „ტორპედოს“ განმეორებითი მატჩები საქართველოს პირველ არხსა და ტელესკოლაზე #1TVSPORT
ქართული გუნდები კონფერენს ლიგაზე - „დინამოსა“ და „ტორპედოს“ განმეორებითი მატჩები საქართველოს პირველ არხსა და ტელესკოლაზე #1TVSPORT

დღეს კონფერენს ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართება, რომელშიც სამი ქართული გუნდი ითამაშებს. ორ შეხვედრას საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ.

„დინამო თბილისი“ – „ჰამრუნ სპარტანსი“ I 20:00

„დინამო თბილისმა“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჰამრუნ სპარტანსთან“ მალტაში ჩატარებული შეხვედრა 1:2 დათმო. თბილისური გუნდი „დინამო არენაზე“ რევანშის აღებას და მესამე ეტაპზე გასვლას შეეცდება.

„დინამო თბილისისა“ და „ჰამრუნ სპარტანსის“ განმეორებითი მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

„აქტობე“ – „ტორპედო“ I 20:00

„სარაევოსთან“ გამარჯვების შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“, მოულოდნელად, საშინაო მატჩი ყაზახურ „აქტობესთან“ 1:4 დათმო, თუმცა გუნდის შოტლანდიელი მწვრთნელი სტივ კინი იმედს მაინც არ კარგავს და საპასუხო მატჩში ღირსეული თამაშის მოლოდინშია.

„აქტობესა“ და „ტორპედოს“ დაპირისპირება აქტობეში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ტელერეპორტაჟს ტელესკოლაზე იხილავთ.

„დილა“-„ვორსკლა“ I 21:00

გორის „დილამ“ პოლონეთში პოლტავის „ვორსკლასთან“ გამართულ პირველ შეხვედრაში 1:2 წააგო და ისევე, როგორც პირველ ეტაპზე სლოვაკურ „დუნაისკა სტრედასთან“, ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედის შემოტრიალებას შეეცდება. თამაში „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.