ქართული გოლი ვენურ დერბიში
ქართული გოლი ვენურ დერბიში

ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში ცენტრალური მატჩი ვენაში ჩატარდა – „აუსტრიამ“ დერბიში გიორგი ქვილითაიას „რაპიდს“ უმასპინძლა. ეს ამ გუნდების 326-ე მატჩი იყო, რომელშიც სტუმრებმა დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს – 0:4.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „რაპიდის“ სათადარიგოებში იყო და მოედანზე მხოლოდ 72–ე წუთზე გამოჩნდა, მაგრამ მეტოქის კარის ასაღებად გიორგის ერთი წუთიც ეყო – მან ვეტონ ბერიშას გადაცემით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მიმდინარე სეზონში ქვილითაიამ ავსტრიის ბუნდესლიგაში მერვე გოლი მიითვალა და ბომბარდირთა მერვე-მეათე ადგილს ინაწილებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ანგარიშზე ხუთი გოლია.

„რაპიდი“, 52 ქულით, ავსტრიის ბუნდესლიგაში მესამე ადგილზეა და ევროპის ლიგაზე გასვლის რეალური კანდიდატია.