ქართული გოლები ევროპაში და აზიაშიც - ყაზაიშვილის გუნდი ჩემპიონობისკენ მიდის #1TVSPORT
ქართული გოლები ევროპაში და აზიაშიც - ყაზაიშვილის გუნდი ჩემპიონობისკენ მიდის #1TVSPORT

ლატვიის ჩემპიონატში შესანიშნავი თამაში ჩაატარა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ლუკა სილაგაძემ, რომელმაც „ვალმიერა“ „სუპერ ნოვასთან“ მოგებულ (7:0) შეხვედრაში თავი შესანიშნავი გოლით გამოიჩინა.

ვალმიერა“ ჩემპიონატის ლიდერია და შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. სილაგაძე მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა და ბურთთან პირველივე შეხება შესანიშნავი გოლით დაასრულა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში ქართველმა შემტევმა მე-4 გოლი გაიტანა, ხოლო „ვალმიერა“ 26 ტურის შემდეგ 64 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს და მეორეადგილოსანრიგას“ (56 ქულა) დიდი უპირატესობით ასწრებს.

გოლით თავი ვაკო ყაზაიშვილმაც გამოიჩინა – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა სამხ. კორეის ჩემპიონატის (K ლიგა) მორიგი ტურის შეხვედრაში გასვლაზე „ჩეჯუ იუნაიტედთან“ ანგარიში შესანიშნავი შორეული დარტყმით 38-ე წუთზე გახსნა და „ულსანი“ დააწინაურა, მაგრამ გუნდმა მეორე ტაიმში გოლი და მოგების შანსი ხელიდან გაუშვა და მხოლოდ ქულა მოიპოვა.

ულსანი“ 28 ტურის შემდეგ 59 ქულით გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს და კონკურენტ „ჯეონბუკს“ (49) სოლიდური უპირატესობით ასწრებს. რაც შეეხება ვაკო ყაზაიშვილს, მან მიმდინარე სეზონში ანგარიშზე 27 შეხვედრაში 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.