ქართული გოლები ევროპაში - ავსტრიაში კიტეიშვილმა გაიტანა, პოლონეთში - კაჭარავამ (ვიდეო)
ქართული გოლები ევროპაში - ავსტრიაში კიტეიშვილმა გაიტანა, პოლონეთში - კაჭარავამ (ვიდეო)

მნიშვნელოვან სანაკრებო შეხვედრებამდე საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა თავის გამოჩენა ავსტრიასა და პოლონეთში მოახერხეს.

პოლონეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში ნიკა კაჭარავას პოზნანისლეხი“ გლივიცეში „პიასტს“ ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა, 7 წუთში კი პენალტი დაარტყა და ახალ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა. 6 ტურში „ლეხმა“ 8 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციაზეა.

ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში გრაცის „შტურმმა“ „ალტახს“ უმასპინძლა. ოთარ კიტეიშვილი გრაცელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და წარმატებაში წვლილი გოლით შეიტანა – საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველმა 41-ე წუთზე მეტოქის კარი მესამედ აიღო, 72-ე წუთზე კი შეცვალეს.

გრაცის „შტურმმა“ 4:0 მოიგო და ეს გუნდისთვის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იყო – წინა სამი მატჩი „შტურმმა“ ფრედ დაასრულა და 4 ტურის შემდეგ 6 ქულით ავსტრიის ბუნდესლიგაში მე-6 ადგილზეა.