ქართული ფინალი ბრატისლავაში

16:44, 02.09.2018

სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე ძიუდოს ტურნირზე, მამაკაცებს შორის 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიის ფინალში, ერთმანეთს ქართველი სპორტსმენები – ავთანდილ ჭრიკიშვილი და ბექა ღვინიაშვილი შეხვდებიან.

ჭრიკიშვილმა ნახევარფინალში რუსი რომან დონცოვი დაამარცხა, ღვინიაშვილმა კი კანადელი მოჰაბ ელ-ნაჰასი.

შეგახსენებთ, რომ ჭრიკიშვილსა და ღვინიაშვილს შორის შეხვედრა ორივე სპორტსმენისთვის უკიდურესად პრინციპულია, რადგან დამარცხებული, დიდი ალბათობით, მიმდინარე წელს ბაქოში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩება.

ფინალური ბლოკი ბრატისლავაში 17:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი