ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია 24 წლის გახდა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია 24 წლის გახდა.
ფეხბურთელი, რომელმაც დამოუკიდებელ საქართველოში ყველაზე დიდი წარმატებას მიღწია. ის უკვე ოთხჯერ გახდა საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი (2020, 2021, 2022, 2023) და ერთხელ საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (2023).
ამას გარდა, ხვიჩა გახდა ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე (2022/23), სერია A-ს წლის საუკეთესო გოლის ავტორი (2023), სერია A-ს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი The Athletic-ის ვერსიით (2022/23), სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი (2022/23), სერია A-ს სეზონის გუნდის წევრი (2022/23).
„ტრანსფერმარკტის“ შეფასებით, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი 85 მილიონი ევრო ღირს, ხოლო „პარი სენ-ჟერმენმა“ „ნაპოლიდან“ ის 75 მილიონ ევროდ შეიძინა.