ქართული ფეხბურთის პრობლემა იტალიურ მედიაში გაჟღერდა - არაევროკავშირელის სტატუსის მოხსნით ფეხბურთელები და ევროპული კლუბები ისარგებლებენ #1TVSPORT
ქართული ფეხბურთის პრობლემა იტალიურ მედიაში გაჟღერდა - არაევროკავშირელის სტატუსის მოხსნით ფეხბურთელები და ევროპული კლუბები ისარგებლებენ #1TVSPORT

კალჩომერკატოსთან“ ექსკლუზიური ინტერვიუში გიორგი მამარდაშვილის აგენტმა, ლევან სეთურიძემ ქართველი მოთამაშეებით ევროპელთა დაინტერესებაზე ისაუბრა და არ დამალა, რომ ევროკავშირში ქართველები ბევრ პრობლემას აწყდებიან.

„მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციონ საქართველოში მოთამაშე ტალანტებს. გიორგიც ორი წლის წინ მათ შორის იყო, მაგრამ დღეს უკვე ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და თავის ასაკში აშკარად გამონაკლისია ევროპაში.

არიან ფეხბურთელები, რომლებიც ევროპული, თუნდაც დიდი კლუბების ყურადღებას იმსახურებენ და საქართველოს ლიგაში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ამ მიმართულებით მე და ჩემი პარტნიორი სტეფანო კასტანია ვმუშაობთ.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტში გაჟღერდა ინიციატივა, რომ ქართველი ფეხბურთელები ევროპაში აღარ ჩაითვლონ არაევროკავშირელებად.გამოცხადდა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო. ეს შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გამოდგეს ქართველი ფეხბურთელებისა და ევროპული კლუბებისთვის, რომლებიც გამორჩეულ ტალანტებს დიდი თანხის დახარჯვის გარეშე შეიძენენ. დარწმუნებული ვარ, ეს ხელს შეუწყობს ქართველი ტალანტების შემოდინებას იტალიის ჩემპიონატში“, – აცხადებს ლევან სეთურიძე.