ქართული ფეხბურთის ლეგენდის იუბილე - ავთანდილ ღოღობერიძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ ლეგენდარული თავდამსხმელის, – ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა.
გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი 100 წლის წინ დაიბადა. დედაქალაქური გუნდის ფორმით 432 ჩატარებულ შეხვედრაში, გაიტანა 160 გოლი. ჩემპიონატში ჩატარებული მატჩებით და გატანილი გოლებით (341 მატჩი, 127 გოლი) ღოღობერიძე „დინამოს“ რეკორდსმენი გახლავთ.
ღოღობერიძე გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბომბარდირი 1951 წელს (25 გოლი). არის გრიგორი ფედოტოვის კლუბის წევრი. საბჭოთა პირველობის ორგზის ვიცე-ჩემპიონი (1951, 1953) და ოთხგზის პრიზიორი (1946, 1947, 1950, 1959). ბროლის თასის გათამაშების ორგზის ფინალისტი 1946 და 1960 წლებში.
„დინამოს“ ლეგენდა საბჭოთა კავშირის ნაკრების წვერი გახლდათ, რომლის ფორმითაც ჰელსინკის და რომის ოლიმპიური თამაშების მონაწილე გახდა.
ღოღობერიძე ხუთჯერ დაასახელეს საუკეთესო 33 ფეხბურთელის სიაში. ხოლო საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩატარებულ 6 შეხვედრაში გაიტანა 1 გოლი.
1961 წელს დაინიშნა „დინამო თბილისის“ მთავარ მწვრთნელად, თუმცა მძიმე ავტოკატასტროფის შემდეგ იძულებული იყო ჩამოშორებოდა საფეხბურთო მოღვაწეობას. ბასა ღოღობერიძე 1980 წლის 20 ნოემბერს გარდაიცვალა.