ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა 91 პროცენტი მამაკაცია
ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა 91 პროცენტი მამაკაცია

საქართველოში პირველად ჩატარდა საფეხბურთო კლუბების გულშემატკივართა გამოკითხვა. ინიციატორი ფეხბურთის განვითარების ფონდია – კითხვები საფეხბურთო კლუბების ოფიციალურ გვერდებზე იყო განთავსებული და მონაწილეობა ყველას შეეძლო.

კითხვას 1785 რესპოდენტმა უპასუხა, რომლებიც 18 გუნდს წარმოადგენდნენ. გამოკითხვის მიზანი იყო, გაეგოთ, რას ფიქრობენ ისინი ეროვნულ ჩემპიონატში განხორციელებულ ცვლილებებზე; რისი გაუმჯობესება სურთ; როგორია მათ შორის გენდერული თანაფარდობა და ა.შ.

ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ წარმოდგენილი კვლევის შედეგებიდან საინტერესო ფაქტები დაფიქსირდა.

მაგალითად, გულშემატკივართა საერთო რაოდენობაში მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მხოლოდ 9% აღმოჩნდა. ეს ევროპის ქვეყნებთან შედარებით ძალიან დაბალი მაჩვენებელია – ზოგიერთ ქვეყანაში მათი რაოდენობა 50%-საც აღწევს.