ქართული დუელი ესპანეთში – შერმადინის „ტენერიფემ“ ბურჯანაძის „ბეტისი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეათე ტურში ბექა ბურჯანაძის „ბეტისმა“ გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ უმასპინძლა. ფავორიტად სტუმრები ითვლებოდნენ, რომლებსაც აქამდე 9-დან 6 შეხვედრა ჰქონდათ მოგებული. მათ სტატუსი გაამართლეს და „ბეტისთანაც“ გაიმარჯვეს – 81:72.
ბურჯანაძე გადამწყვეტ მომენტში მოედანზე იყო და ბოლო წუთებზე გუნდს მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა. მისი მონაგარი ასეთი გახლდათ: 18 წუთი, 8 ქულა, 6 მოხსნა.
El @RealBetisBasket se mete en el partido
Menudo final nos espera. #LigaEndesa pic.twitter.com/CJrMydsr31— Basket en Movistar+ (@MovistarBasket) November 14, 2021
„ტენერიფეს“ ცენტრმა გიორგი შერმადინმა 17 წუთში 6 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.
სტუმართა გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა ბრუნო ფიტიპალდომ, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო.
Menudo festival ofensivo del @CB1939Canarias
¡Bombita de Sastre, homenajeando a Navarro!#LigaEndesa pic.twitter.com/gWkrr8Dd0N— Basket en Movistar+ (@MovistarBasket) November 14, 2021
შერმადინის გუნდი უახლოეს მატჩს 20 ნოემბერს „გრან კანარიასთან“ შინ გამართავს, „ბეტისი“ 21-ში მადრიდში „რეალს“ ეწვევა.
Burjanadze desde su casa
¡Triplazo! El @RealBetisBasket se quiere acercar y luchar por remontar. #LigaEndesa pic.twitter.com/mOuH3hPSlt— Basket en Movistar+ (@MovistarBasket) November 14, 2021