ქართული დუბლი უნგრეთში - ბერიძემ „უიპეშტში“ გაიბრწყინა [ვიდეო] #1TVSPORT
ქართული დუბლი უნგრეთში - ბერიძემ „უიპეშტში“ გაიბრწყინა [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში გიორგი ბერიძემ მორიგი კარგი თამაში ჩაატარა – მისმა გუნდმა „უიპეშტმა“ საკუთარ მოედანზე „კიშვარდა“ დიდი ანგარიშით დაამარცხა, რაშიც საქართველოს ნაკრებში ნათამაშებმა, 23 წლის ფლანგის თავდამსხმელმა დიდი როლი ითამაშა. 

გიორგი ბერიძე „უიპეშტის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე შეცვალეს, რადგან ამ დროისთვის საქმე უკვე გაკეთებული ჰქონდა. გიორგი მე-11 წუთზე თანაგუნდელმა კარის წინ შენიშნა და ახლოდან დარტყმით ანგარიში გახსნა, მე-15 წუთზე მისი გუნდის უპირატესობა იოჰან კროიცემ გაზარდა, ხოლო 36-ე წუთზე ბერიძემ დუბლი შეასრულა.

საბოლოოდ, „უიპეშტმა“ 3:0 მოიგო, 26 ტურის შემდეგ 34 ქულა დააგროვა, ქულებით „კიშვარდას“ გაუტოლდა და მე-7 ადგილზე დაწინაურდა. გიორგი ბერიძემ კი 19 მატჩში 8 გოლი დააგროვა და ბომბარდირთა დავაში საუკეთესოთა შორის დაწინაურდა.