ქართული დაპირისპირება „ევროლიგაზე“
ქართული დაპირისპირება „ევროლიგაზე“

საკალათბურთო „ევროლიგის“ გათამაშებაზე მე-20 ტური სამი შეხვედრით გაიხსნა.

ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებულ ინტერესს „უნიკახა“-„ბასკონიას“ მატჩი იწვევდა.

მალაგაში ერთმანეთს გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ამჯერადაც შენგელიას „ბასკონიას“ დარჩა და თამაშის ბედი კვლავ უკანასკნელ წამებზე გადაწყდა. სწორედ შერმადინის ზუსტი გადაცემის შემდეგ ჩააგდო ბოლო წამზე იანის ტიმამ და ვიტორიულ კლუბს 85-83 მოაგებინა.

საქართველოს ნაკრების ორივე კალათბურთელი საკუთარ კლუბებში გამორჩეულები იყვნენ. შენგელიამ 13 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი ჩაიწერა აქტივში. რაც შეეხება შერმადინს, გიორგიმ 12 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა გაიფორმა.

მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, (18) შერმადინი, მხოლოდ ნემანია ნედოვიჩს ჩამორჩა, რომელმაც თამაში, 19 ქულით დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში, „ბასკონიამ“ უკვე ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო „უნიკახას“. აქედან ორი „ევროლიგაზე“, ერთხელ კი ესპანეთის „ლიგა ენდეზაში“.  მოპოვებული წარმატების შემდეგ, პედრო მარტინესის გუნდმა მეცხრე ადგილი შეინარჩუნა, მალაგური კლუბი კი ჯერ მე-10 ადგილზე იმყოფება.

დღესვე, ათენის „პანათინაიკოსმა“ საკუთარ „ოაკას“ დარბაზში, კაუნასისჟალგირისი“ ოვერტაიმში, ნიკ კალატესის უკანასკნელ წამზე ჩაგდებული ბურთით, 94-93 დაამარცხა. მადრიდის“რეალმა“ კი, სტამბოლის „ეფესი“ უშანსოდ, 87-68 დაამარცხა.

ტურის დარჩენილი ხუთი მატჩი, ხვალ გაიმართება.