ქართულ-პანამური დაპირისპირება თურქეთში - ინციდენტის გამო „დინამოს“ მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა #1TVSPORT
ქართულ-პანამური დაპირისპირება თურქეთში - ინციდენტის გამო „დინამოს“ მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა #1TVSPORT

„დინამო თბილისისა“ ლუგანსკის „ზორიას“ შეხვედრისას, რომელიც გუნდებმა თურქულ შეკრებაზე გამართეს, მეტოქეთა მოთამაშეებს შორის კონფლიქტის გამო რამდენიმე წუთით შეწყდა.

ინციდენტი მეორე ტაიმში მოხდა. 57-ე წუთზე, კუთხურის მოწოდებისას, „დინამოს“ კაპიტანმა დათო სხირტლაძემ „ზორიას“ და პანამის ნაკრების თავდამსხმელ ედუარდო გერეროს ხელი ჰკრა, მეტოქემაც უპასუხოდ არ დატოვა და ყველაფერი ლამის ჯგუფურ ჩხუბში გადაიზარდა.

საბედნიეროდ, ორივე გუნდის მწვრთნელებმა მოთამაშეები მალე დააშოშმინეს და სამ წუთში მატჩი განაახლეს – ოღონდ გერეროს და სხირტლაძის გარეშე, რომლებსაც არბიტრმა წითელი ბარათი აჩვენა. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი 0:1 დამარცხდა. თუმცა, თამაშის გადარჩენა შეეძლო – კონფლიქტამდე ცოტა ხნით ადრე, 48-ე წუთზე სხირტლაძემ პენალტი ვერ გამოიყენა.

„დინამო თბილისი“ შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას ლატვიურ კლუბთან გამართავს – ანდრეს კარასკოს გუნდი „ვალმიერას“ დაუპირისპირდება.