ქარიშხალი „დორიანი“ დასუსტდა
ქარიშხალი „დორიანი“ დასუსტდა

ქარიშხალი „დორიანი“ მესამე კატეგორიამდე დასუსტდა. ამის შესახებ ამერიკული მედია აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. სტიქიის ეპიცენტრი, იგივე ქარიშხლის თვალი ამ დრომდე ბაჰამის ტერიტორიაზეა და მისი გადაადგილების სიჩქარე საგრძნობლად შემცირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ კუნძულზე ძლიერი ქარი და წვიმა კიდევ ერთი დღე გაგრძელდება.

ქარიშხალმა ბაჰამაში ხუთი ადამიანი უკვე იმსხვერპლა. დაზიანდა ან ბოლომდე დაინგრა 13 ათასზე მეტი შენობა. ძლიერი სტიქიის შედეგად ასობით შენობა წყლის ქვეშ მოექცა. მათ შორის არის სამედიცინო ცენტრი, სადაც პაციენტების და პერსონალის ევაკუაცია გახდა საჭირო. დაიტბორა კუნძულის საერთაშორისო აეროპორტიც. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 205 კილომეტრს აღწევს.

ქარიშხლის მიახლოებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

დატოვე კომენტარი