ქარიშხალი „დორიანი“ ბაჰამის კუნძულებს დაატყდა თავს

00:26, 02.09.2019

ქარიშხალი „დორიანი“ ბაჰამის კუნძულებს დაატყდა თავს. „დორიანი“ უკვე შეფასდა სიძლიერით რიგით მეორე ატლანტიკურ შტორმად. სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 185 მილს აღწევს.

აშშ-ის ქარიშხლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „დორიანმა“ კუნძულ აბაკოზე მეწყრული ზონების გააქტიურება გამოიწვია. ქარიშხალი აშშ-ის მიმართულებით გადაადგილდება.

ფლორიდის შტატში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ​„დორიანის“ გავლენა შესაძლოა, 20-მა მილიონმა ამერიკელმა იგრძნოს.

სინოპტიკოსების ვარაუდით, „დორიანი“ სიძლიერეს კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შეინარჩუნებს. 1-ელ სექტემბერს ქარიშხალი „დორიანი“ მე-5 კატეგორიამდე გაძლიერდა.

მსგავსი