ქარიშხალ „მაიკლის“ მიახლოების გამო, ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ქარიშხალ „მაიკლის“ მიახლოების გამო, ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ფლორიდის შტატში ქარიშხალ „მაიკლის“ მიახლოებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განკარგულების შემდეგ, ფედერალური ხელისუფლება ფლორიდის შტატის მცხოვრებლებისთვის დახმარების დაუყოვნებლივ გაწევას შეძლებს.

საფრთხის წინაშეა ალაბამას და ჯორჯიას შტატებიც. ადგილობრივმა მთავრობებმა სანაპირო ზოლში მცხოვრებ მოსახლეობას უსაფრთხო ადგილზე გადასვლისკენ მოუწოდა. ალაბამას ცალკეულ რეგიონებში ქარბორბალაც არის მოსალოდნელი.

ქარშხალი „მაიკლი“, რომელიც მექსიკის ყურეში წარმოიშვა, სიმძლავრით მეორე კატეგორიას აღწევს. ის ფლორიდის სანაპიროსკენ მიემართება. სინოპტოკოსების ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 155 კილომეტრია.

ქარიშხალმა ცენტრალური ამერიკის რეგიონს უკვე გადაუარა. სადაც სტიქიამ 13 ადამიანი შეიწირა.