ქარის მიმართულების ცვლილების გამო ტყის ხანძარი ბელგიიდან გერმანიის საზღვრისკენ აღარ ვრცელდება

23:14, 16.08.2026

ბელგიაში მძვინვარე მასშტაბური ტყის ხანძარი გერმანიის საზღვრისკენ აღარ ვრცელდება. ქარის მიმართულების ცვლილების გამო შემცირდა კვამლით დაბინძურების რისკიც.

„ამჟამად ვითარება გერმანიის მხარეს, როგორც ჩანს, უმჯობესდება, რადგან ქარი უფრო მეტად ბელგიისკენ უბერავს და კვამლი გერმანიის ტერიტორიისკენ არ მოძრაობს. ამჟამად ჩვენ არ ველოდებით ვითარების გაუარესებას გერმანიის მხარეს“, – აღნიშნავს აახენის წითელი ჯვრის საგანგებო რეაგირების უფროსი გვიდო ოფერმანი.

ცნობისთვის, მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში იბრძოდნენ ბელგიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძრის ჩასაქრობად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლმა 3000 ჰექტარი ფართობი გაანადგურა.

მსგავსი