ქარიმ ბენზემას „ლევერკუზენში“ გადასვლა სურს #1TVSPORT

10:06, 15.09.2026

მადრიდის „რეალის“ ყოფილ ფორვარდს, ქარიმ ბენზემას „ლევერკუზენში“ კარიერის გაგრძელების სურვილი აქვს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა ილიეს ქადურიმ. მისი ინფორმაციით, გერმანულ კლუბსა და ფეხბურთელს შორის შედგა კონტაქტი და ფრანგი დიდ ენთუზიაზმს იჩენს სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით.

წყაროს ცნობით, ბენზემა განიხილავდა პროექტს თავის ყოფილ თანაგუნდელებთან, მუსა დიაბისა და ლუკას ვასკესთან, რომლებიც დღეს „ლევერკუზენში“ თამაშობენ. იტყობინებიან, რომ გერმანიაში გადასვლას ხელს უშლის ფეხბურთელის კონტრაქტი საუდის არაბეთის ელჩის რანგში, რომელიც 2030 წლამდეა ძალაში.

38 წლის ფეხბურთელის აგენტები მოლაპარაკებებს აწარმოებენ იმისთვის, რომ შეამსუბუქონ ამ კონტრაქტის პირობები. ზამთარში ბენზემა „ალ-იტიჰადიდან“ „ალ-ჰილალში“ გადავიდა, ზაფხულში კი ეს კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

მსგავსი