ქარიმ ბენზემას „ალ-იტიჰადის“ მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტი აქვს #1TVSPORT
ქარიმ ბენზემას „ალ-იტიჰადის“ მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტი აქვს #1TVSPORT

საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადის“ ვარსკვლავურ ფორვარდს, ქარიმ ბენზემას კონფლიქტი აქვს გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ნუნუ ეშპირიტუ სანტუსთან.

როგორც ადგილობრივი გამოცემა Asharq Al-Aswat-ი წერს, ეშპირიტუ სანტუს არ მოსწონს ფორვარდის სათამაშო სტილი. ასევე, პორტუგალიელმა სპეციალისტმა არ დანიშნა ბენზემა გუნდის კაპიტნად, რამაც ფრანგი ფეხბურთელი შოკში ჩააგდო. თავად ფეხბურთელი უკმაყოფილოა მწვრთნელის მხრიდან მის მიმართ არაპროფესიული დამოკიდებულების გამო.

ბენზემა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ორ ფეხბურთელს შორის ერთ-ერთია – მისი წლიური შემოსავალი 200 მილიონ ევროს უდრის.