ქარიმ ბენზემამ თავისი ექსკლუზიური მანქანის ფოტო გაავრცელა
ქარიმ ბენზემამ თავისი ექსკლუზიური მანქანის ფოტო გაავრცელა

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ სოციალურ ქსელში თავისი ექსკლუზიური სუპერქარი წარმოადგინა. ეს არის „ბუგატი ჩირონი“ (Bugatti Chiron), რომელიც 500 ერთეულამდეა ლიმიტირებული. ერთ-ერთი ამგვარი მოდელი ასევე საკუთარ კოლექციაში აქვს „იუვენტუსის“ ფორვარდს კრიშტიანო რონალდოს.

ამ მოდელის ფასი 2.5 მილიონი ევროა. მანქანის სიმძლავრე შეადგენს 1500 ცხენის ძალას. ის ავითარებს საათში 420 კილომეტრ მაქსიმალურ სიჩქარეს, სტარტიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს კი 2.5 წამში აღწევს.