ქარიმ ბენზემამ MLS-ში თამაშზე მიანიშნა #1TVSPORT
ქარიმ ბენზემამ MLS-ში თამაშზე მიანიშნა #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ განაცხადა, რომ მომავალში წინააღმდეგი არ იქნება გადავიდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში „მეიჯორ ლიგ სოკერში“ (MLS) სათამაშოდ.

„დეკემბერში 34 წელი შემისრულდება. ვაგრძელებ თამაშს და სულ უფრო უკეთ ვგრძნობ თავს. იგივე შემართებით უნდა გავაგრძელო.

მომწონს ამერიკის შეერთებული შტატები. იქ ფეხბურთი სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება. მზად ვარ თუ არა მომავალში აშშ-ის კლუბში გადასასვლელად? ახლა, სრულად „რეალზე“ ვარ კონცენტრირებული, – განაცხადა ბენზემამ ESPN-თან კომენტარში.