ქარიმ ბენზემამ ფერენც პუშკაშს გაუსწრო ლა ლიგაში გოლების რაოდენობით
ქარიმ ბენზემამ ფერენც პუშკაშს გაუსწრო ლა ლიგაში გოლების რაოდენობით

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ დუბლი შეასრულა ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში „ეიბართან“ გასვლით მატჩში. შეხვედრა „სამეფო კლუბმა” 4:0 მოიგო.

როგორც სტატისტიკური სააგენტო Opta იტყობინება, 31 წლის ფრანგმა ესპანეთის ჩემპიონატში „რეალის“ მაისურით გოლების რიცხვი 157-მდე აიყვანა. ბენზემა მეექვსე ადგილზე ადგილზე გადავიდა მადრიდული კლუბის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში – მან გაუსწრო უნგრელ ლეგენდას ფერენც პუშკაშს.

ბენზემა „რეალში“ 2009 წლიდან თამაშობს.