ქარიმ ბენზემა ვარჯიშებს დაუბრუნდა #1TVSPORT
ქარიმ ბენზემა ვარჯიშებს დაუბრუნდა #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი ქარიმ ბენზემა ვარჯიშებს დაუბრუნდა მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში, – იტყობინება ესპანური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი.

მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბენზემამ მარცხენა ბარძაყის კუნთი დაიზიანა და იძულებული გახდა, გამოეტოვებინა კატარში მიმდინარე ტურნირი.

ამ სეზონში 34 წლის ბენზემამ 12 მატჩის ჩატარება მოასწრო „რეალის“ შემადგენლობაში, ექვსი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

უახლოეს შეხვედრას „რეალი“ 30 დეკემბერს სტუმრად გამართავს „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ.