ქარიმ ბენზემა ვალბუენას შანტაჟის საქმეზე სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს
ქარიმ ბენზემა ვალბუენას შანტაჟის საქმეზე სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს

მადრიდის „რეალის“ ფორვარდ ქარიმ ბენზემას სასამართლოში მოუწევს გამოცხადება ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერით „ოლიმპიაკოსის“ ნახევარმცველ მატიო ვალბუენას შანტაჟის საქმესთან დაკავშირებით.

საქმეს ვერსალში განიხილავენ, – წერს ბრალდების მხარე.

გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ 2015 წელს, ბენზემა შუამავლის სტატუსით მოქმედებდა და აქეზებდა ვალბუენას გარკვეული თანხა გადაეხადა შანტაჟისტებისთვის, რათა მათ არ გამოექვეყნებინათ ინტიმური ხასიათის ვიდეო მატიოს მონაწილეობით.

შანტაჟთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, ორივე მოთამაშე არ გამოიძახეს საფრანგეთის ნაკრებში „ევრო 2016“-ში მონაწილეობისთვის. მას შემდეგ, ბენზემა აღარ გამოჩენილა ეროვნულ გუნდში და გამოტოვა საფრანგეთისთვის ტრიუმფალური მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი.