ქალთა შორის ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში შვედეთი და კანადა ითამაშებენ #1TVSPORT
ქალთა შორის ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში შვედეთი და კანადა ითამაშებენ #1TVSPORT

მოულოდნელად განვითარდა მოვლენები ქალთა ფეხბურთში, სადაც ერთ-ერთი ფავორიტი აშშ-ის ნაკრები ნახევარფინალური ეტაპიდან გამოეთიშა ჩემპიონობისთვის ბრძოლას. 

ამერიკელებმა თანაკონტინენტელ კანადასთან მინიმალური სხვაობით, 0:1 დათმეს. გოლი 74-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ფლემინგმა გაიტანა. კანადელი ფეხბურთელები ოლიმპიადის ფინალში პირველად ითამაშებენ.

შვედეთის ქალთა ნაკრები 1/2 ფინალში ავსტრალიას დაუპირისპირდა. სკანდინავიელები ფავორიტები იყვნენ, სტატუსიც გაამართლეს, თუმცა ავსტრალიამ ბოლომდე იბრძოლა და სხვაობა მხოლოდ ერთბურთიანი დაფიქსირდა – 1:0 შვედეთის სასარგებლოდ.

ასე და ამგვარად, ტოკიო 2020-ის ფინალში ერთმანეთის წინაშე შვედეთისა და კანადის ნაკრებები წარდგებიან. საჩემპიონო მატჩი 6 აგვისტოს გაიმართება.