ქალთა საფეხბურთო ლიგა - ნიკე და ლანჩხუთი წაუგებელ სერიას აგრძელებენ
ქალთა საფეხბურთო ლიგა - ნიკე და ლანჩხუთი წაუგებელ სერიას აგრძელებენ
ქალთა საფეხბურთო ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ხუთი ტური გაიმართა და წაუგებლად გამოსვლას მხოლოდ ორი გუნდი აგრძელებს – ნიკე და ლანჩხუთი.
მე-5 ტურში ქუთაისის მართვემ ბათუმის ანგისას ბაზაზე ადგილობრივ დინამოსთან დიდი ანგარიშით გაიმარჯვა – 0:3. ჰეთ-თრიქით ლანა გორგაძემ გამოიჩინა თავი და 8 გოლით, ბომბარდირთა სიაში მეორე პოზიციაზე აინაცვლა.
ქალთა ლიგის 2019 წლის გათამაშებაში ერთ თამაშში 5 გოლის გატანა პირველად მე-5 ტურში თბილისის ნიკეს  მოთამაშე-მწვრთნელმა ნინო პასიკაშვილმა მოახერხა. მან ეს ხაშურის ივერიასთან მოგებულ შეხვედრაში (ნიკემ  1:10 მოიგო ) მოახერხა და 10 გატანილი გოლით ბომბარდირთა სიას სათავეში ჩაუდგა. მიმდინარე გათამაშებაში თბილისის ნიკეს ყველაზე მეტი, 41 გოლი აქვს გატანილი.
ქალთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში ლანჩხუთიც უდანაკარგოდ ასპარეზობს. გურულებმა შატილის სტადიონზე ნორჩი დინამო 0:3 დაამარცხეს. სამეგრელოსა და გორი იუნატედის შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა – 3:0, ხობის კოლხეთმა კი გათამაშების დებიუტანტი ზარზმა 2:0 დაამარცხა. ეს უკანასკნელი მიმდინარე გათამაშებაში ჯერჯერობით ერთადერთი გუნდია, რომელმაც ქულის აღება ვერ მოახერხა.
ივერია – ნიკე 1:10
ნორჩი დინამო – ლანჩხუთი 0:3
სამეგრელო – გორი იუნაიტედი 3:0
დინამო ბათუმი – მართვე 3:0
კოლხეთი – ზარზმა 2:0
ქალთა ლიგის გათამაშების მე-6 ტურის მატჩები ხვალ, 17 მაისს გაიმართება.