ქალთა საფეხბურთო ლიგა - ლიდერებმა გაიმარჯვეს, ბომბარდირებში კონკურენციაა
ქალთა საფეხბურთო ლიგა - ლიდერებმა გაიმარჯვეს, ბომბარდირებში კონკურენციაა

საქართველოს ქალთა ლიგაში მეოთხეხ ტურის მატჩები გაიმართა. ლიდერებმა „ლანჩხუთმა“ და „ნიკემ“ მორიგი გამაჯვებებიც მოიპოვეს.

გურულებმა შინ ხობის „კოლხეთი“ ანგარიშით 7:0 დაამარცხეს. თბილისში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ბათუმის „დინამომ“ „ნიკეს“ წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია. საბოლოოდ, ქვეყნის ჩემპიონმა 8:0 მოიგო და „ლანჩხუთთან“ ერთად 12-12 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეშია.

„ზარმამ“ შინ 2:7 წააგო ჩხოროწყუს „სამეგრელოსთან“, ხოლო ქუთაისში, „მართვემ“ იოლად დაამარცხა თბილისის „ნორჩი დინამო“ -4:0. მატჩის გმირი ლანა გორგაძე იყო, რომელმაც თბილისელებს სამი გოლი გაუტანა. ტურის ბოლო შეხვედრას გორმა უმასპინძლა – „გორი იუნაიტედისა“ და ხაშურის „ივერიას“ დაპირისპირება 4:4 დასრულდა.

ამ დღეს, გორელთაგან პოკერი ეთერ სულაშვილმა შეასრულა და „ლანჩხუთის“ თავდამსხმელ ირინა ხაბურზანიასთან ერთად, 7-7 გოლით ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. მათ ერთი გოლით ჩამორჩება ხაბურზანიას თანაგუნდელი თამრიკო სალუქვაძე, რომელმაც ხობელებთან დუბლი შეასრულა. ქალთა ლიგის მომდევნო, მეხუთე ტური 11 მაისს გაიმართება.