ქალთა საფეხბურთო კლუბმა, „ნიკე ლუსომ“ თურქულ „ფენერბაჰჩესთან“ ამხანაგური მატჩი გამართა #1TVSPORT
ქალთა საფეხბურთო კლუბმა, „ნიკე ლუსომ“ თურქულ „ფენერბაჰჩესთან“ ამხანაგური მატჩი გამართა #1TVSPORT

ქალთა საფეხბურთო კლუბმა, „ნიკე ლუსომ“ სტამბოლში „ფენერბაჰჩესთან“ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა და 1:2 დამარცხდა.

ქართველი გუნდი თურქეთში 29 აგვისტოს გაემგზავრა და ორი ტესტმატჩის ჩატარება დაგეგმა. პირველ თამაშში „ნიკე ლუსოს“ რიგებიდან ერთადერთი გოლი ზეჰრა ბორაზანციმ გაიტანა.

„ფენერბაჰჩესთან“ მეორე ამხანაგური დაპირისპირება 5 სექტემბერს გაიმართება. როგორც გუნდის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ამ მატჩების მიზანია საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა და ახალი გამოცდილების შეძენა, რაც საქართველოს ჩემპიონატში გამოადგება.

„ნიკე ლუსო“ საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადება. ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მასთან ერთად ჩაერთვებიან „ლანჩხუთი“, „კვარტალი“ და „ელიტა“. ოთხი გუნდი ჩემპიონს ორწრიანი სისტემით გაარკვევს.