ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ლეგიონერებით გაძლიერდა #1TVSPORT
ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ლეგიონერებით გაძლიერდა #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონი ქალთა შორის, საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ სამი ლეგიონერით გაძლიერდა – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

ქართულ კლუბში გააგრძელებენ კარიერას ამერიკელები – კელი გიდესი (რომელიც ბოლოს ავსტრალიურ „მიჩელტონში“ თამაშობდა) და ჰანა რასელი, რომელიც „ოკლენდში“ გამოდიოდა. ამერიკელების გარდა, „ლანჩხუთმა“ კონტრაქტი გააფორმა ანა მილჩევსკასთან – საქართველოს ჩემპიონის ახალწვეული ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მცველია. ის 28 თებერვალს „მიხეილ მესხზე“ საქართველოს ნაკრებთან გამართულ მატჩშიც მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ტრანსფერამდე „ლანჩხუთის“ სპონსორი ერთ-ერთი ცნობილი გერმანული კომპანია გახდა, რომელიც კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას საკუთარ თავზე იღებს.

„ლანჩხუთი“ საქართველოს ქალთა ნაკრების ერთ-ერთი საბაზო კლუბია. 25 და 28 თებერვალს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან თბილისში გამართულ მატჩებში ამ კლუბიდან ეკა თაბაგარი, მარიამ კალანდაძე, გვანცა ქადაგიშვილი, ნინო ჩხარტიშვილი და სოფო ნარსია გამოიძახეს.

შეგახსენებთ, რომ წელს „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.