ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ - განმეორებით შეხვედრაში მხოლოდ ბრძოლას გპირდებით
ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ - განმეორებით შეხვედრაში მხოლოდ ბრძოლას გპირდებით

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის განმეორებით მატჩს „როსენგარდთან“ შვედეთში 16 დეკემბერს გამართავს. საქართველოს ჩემპიონი პირველ მატჩში 0:7 დამარცხდა.

ამის მიუხედავად, ქალთა საფეხბურთო კლუბის „ლანჩხუთის“ ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აცხადებს, რომ ბრძოლას ბოლომდე აპირებს.

„არ არსებობს ღირსეული წაგება. არსებობს ბოლომდე ბრძოლა. განმეორებითი მატჩისთვის ჩვენ მხოლოდ ამას გპირდებით, როგორც ყოველთვის! წინასწარ გმადლობთ გულშემატკივრობისთვის!“, – წერია „ლანჩხუთის“ მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ „ლანჩხუთი“ საქართველოს პირველი ქალთა გუნდია, რომელმაც ამ ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა, ორი ეტაპი გაიარა და ევროპის 32 საუკეთესო გუნდში მოხვდა.