ქალთა „რეალმა“ ისტორიაში პირველად მოუგო „ბარსელონას“ #1TVSPORT
ქალთა „რეალმა“ ისტორიაში პირველად მოუგო „ბარსელონას“ #1TVSPORT

ისტორიული მომენტი დაფიქსირდა ქალთა ესპანურ საკლუბი ფეხბურთში. მადრიდის „რეალის“ ქალთა გუნდმა თავის ისტორიაში პირველად დაამარცხა „ბარსელონა“ (3:1). ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრა კატალონელთა მოედანზე გაიმართა.

მანამდე „ბარსელონას“ 18-დან ყველა შეხვედრა ჰქონდა მოგებული „რეალისთვის“.

მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა, როცა 1:1-ზე კეროლაინ ვეირმა 87-ე და 97-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანა და „რეალს“ გამარჯვება მოუტანა – 3:1.

23 ტურის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატში „ბარსელონა“ 63 ქულით ლიდერობს. „რეალი“ 59 ქულით მეორე ადგილზეა.