ქალთა ნაკრებმა საამიროები მეორედაც დაამარცხა

23:01, 17.06.2019

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ამჯერადაც მოიგო.

პირველი ლევან ბაჯელიძის გუნდმა 5:1 მოიგო, ამჯერად კი გაცილებით რთული თამაში გამოდგა. ანგარიში 64-ე წუთზე ლელა ჭიჭინაძემ გახსნა, რომელმაც ოთხ წუთში პენალტით დუბლი გაიფორმა და სხვაობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში 78-ე წუთზე შაჰიდ ალზარკანმა დააფიქსირა და საქართველომ 2:1 გაიმარჯვა.
ამით საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაასრულა. შესარჩევში პირველ მატჩს ლევან ბაჯელიძის გუნდი 30 ივნისს, სტუმრად ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებთან გამართავს.

საქართველო 2:1 არაბთა გაერთიანებული საამიროები

გოლები: 1:0 ჭიჭინაძე (64), 2:0 ჭიჭინაძე (67. პენალტი), 2:1 შ. ალზარკანი (78).

საქართველო: გაბუნია, ქადაქიშვილი, პასიკაშვილი, კალანდაძე, ბაქრაძე (55’ ბოლქვაძე), ჭიჭინაძე, ჭყონია, დანელია (82’ კულდონაშვილი), ხაბურზანია (46’ ეპიტაშვილი), სუთიძე, რაუხი.

სათადარიგოები: სუხაშვილი, დიმოპულუ, წოწერია, პოღოსიანი, სალუქვაძე, ჩხარტიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე.

მსგავსი