ქალთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია - „ჯვაროსნები“ მუნდიალის შესარჩევის „ა“ ჯგუფში ითამაშებენ #1TVSPORT
ქალთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია - „ჯვაროსნები“ მუნდიალის შესარჩევის „ა“ ჯგუფში ითამაშებენ #1TVSPORT

2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ევროპული ზონის წილისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები.

საქართველოს ნაკრები „ა“ ჯგუფში იასპარეზებს, ჩვენი მეტოქეები კი ძალიან ძლიერი გუნდები არიან – შვედეთი, ფინეთი, ირლანდია და სლოვაკეთი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად ქვეყნის მოქმედი ვიცე-ჩემპიონის, „ლანჩხუთის“ დამრიგებელი გიორგი ჩხაიძე დაინიშნა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ეროვნული გუნდი მისი ხელმძღვანელობით იასპარეზებს.

საქართველოს ჯგუფის სათამაშო კალენდარი ჯერ უცნობია და უახლოეს პერიოდში დადგინდება.