ქალთა ნაკრები წლის პირველი მატჩებისთვის ემზადება
ქალთა ნაკრები წლის პირველი მატჩებისთვის ემზადება

ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები უახლოეს დღეებში ორ გასვლით მატჩს ჩაატარებს. ლევან ბაჯელიძის გუნდი 5 მარტს მალტას სტუმრად დაუპირისპირდება, 10 მარტს კი ისრაელის ნაკრებს შეხვდება.

​საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა უახლოესი გასვლითი მატჩებისთვის მზადება 26 თებერვლს დაიწყო. 2 მარტს კი, ლევან ბაჯელიძის გუნდმა სფფ-ის ტექნიკური ცენტრის მოედანზე არასრული შემადგენლობით ბოლო ვარჯიში გამართა.

საქართველოს ნაკრები ოფიციალური მატჩის გასამართად მალტაზე 3 მარტს გაემგზავრება, სადაც გუნდს კაპიტანი ტატა მატვეევა და ნახევარმცველი ანა ჩემინავა შეუერთდებიან.

​მალტისა და ისრაელის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან ბაჯელიძემ 20 ფეხბურთელი გამოიძახა.

​საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თამარ ნადირაშვილი (ნიკე, თბილისი)

მცველები: ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი), თამარ ტატუაშვილი (ჰაკარი გუჯუ, თურქეთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), ნათია სხირტლაძე (ნიკე, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი), ელენე რაუხი (გერლ ფაუერი, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი)

ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ჰაკარი გუჯუ, თურქეთი), თამარ ქველიძე (კიტი, გერმანია), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიეტუვა), ნათია დანელია

თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი), ტატიანა მატვეევა (ტენერიფე, ესპანეთი), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი)

​საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების უახლოესი მატჩების განრიგი:

5 მარტი, 21:30 (თბილისის დროით)
მალტა – საქართველო
ტაქალი, სენტენარი

10 მარტი, 21:00 (თბილისის დროით)
ისრაელი – საქართველო
​რიშონ ლე-ციონი, ჰაბერფელდი