ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალური წყვილები გამოვლინდა
ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალური წყვილები გამოვლინდა

საფრანგეთში მიმდინარე ქალთა საფეხბურთო მუნდიალზე მეოთხედფინალური მატჩები დასრულდა.

ბოლო გუნდი, რომელიც ნახევარფინალში ითამაშებს, შვედეთის ნაკრებია. სკანდინავიელებმა, მიუხედავად მათთვის პესიმისტური პროგნოზებისა, გერმანიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და ფინალში გასასვლელად ჰოლანდიის წინააღმდეგ ითამაშებენ.

აღსანიშნავია, რომ ანგარიში ამ ძალიან საინტერესო მატჩში გერმანელებმა გახსნეს, თუმცა შვედებმა ექვსიოდე წუთში შეძლეს წონასწორობის აღდგენა, მოგვიანებით კი გამარჯვების გოლის გატანაც.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ინგლისი და აშშ შეხვდებიან.

ნახევარფინალები 2 და 3 ივლისს გაიმართება, ხოლო ფინალი – 7 ივლისს.