ქალთა ლიგა | ლიდერმა გადადებული შეხვედრა მოიგო - „ლანჩხუთმა“ „კოლხეთი“ დაამარცხა #1TVSPORT
ქალთა ლიგა | ლიდერმა გადადებული შეხვედრა მოიგო - „ლანჩხუთმა“ „კოლხეთი“ დაამარცხა #1TVSPORT

ქალთა ლიგის მე-13 ტურის გამოტოვებულ შეხვედრას ხობის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა – „კოლხეთმა“ გათამაშების ლიდერს, „ლანჩხუთს“ უმასპინძლა და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.

21-ე წუთზე ანგარიში ლანჩხუთელებმა გახსნეს. სტუმრები თეონა თოდაძის გოლით დაწინაურდნენ. თუმცა, 35-ე წუთზე, ნატა კვირკვაიამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში „ლანჩხუთის“ უპირატესობა გამოიკვეთა. ზედიზედ ორი გოლი თეონა ბაქარაძემ გაიტანა (58-ე და 63-ე წუთებზე), დუბლი შეასრულა და სტუმრები ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა. 78-ე წუთზე ირინა ხაბურძანიამ მეტოქეს მეოთხე გოლი გაუტანა.

საბოლოო ანგარიში 89-ე წუთზე დაფიქსირდა, შედეგიანი დარტყმა „კოლხეთის“ შემტევისლანჩხუთელთა“ ყოფილი თავდამსხმელის, თამარ სალუქვაძის ანგარიშზეა და სტუმრებმა 4:2 გაიმარჯვეს.

13 ტურის შემდეგ, „ლანჩხუთი“ 37 ქულით სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „კვარტალს“ რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 11 ქულით უსწრებს.