ქალთა ლიგა | „ლანჩხუთმა“ გულშემატკივრების მხარდაჭერით კონკურენტი დაამარცხა #1TVSPORT
ქალთა ლიგა | „ლანჩხუთმა“ გულშემატკივრების მხარდაჭერით კონკურენტი დაამარცხა #1TVSPORT

. „ბათუმმა“, „გორი იუნაიტედს“ უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა. პირველივე ტაიმში გორელთა თავდამსხმელმა, ეთერ სულაშვილმა დუბლი (7, (პ), 24) შეასრულა, 1-1 გაიტანეს ელენე ენჯიბაძემ (68) და ნინო ჭუჭულაშვილმა (72), ხოლო ბათუმელთაგან თავი ნინო ბერიძემ (39) გამოიჩინა. მიმდინარე გათამაშებაში გორელებმა პირველი შეხვედრის მოგება და შესაბამისად, სატურნირო ცხრილში, პირველი ქულების ჩაწერა მოახერხეს.

ქუთაისში „მართვესთან“ თბილისის „კვარტალმა“ საჭირო 3 ქულა მოიპოვა – 0:2. ქუთაისელთა კარი მე-8 წუთზე ანი ძაძუამ აიღო, 5 წუთში კი ქუთაისელთა კარი მიმდინარე სეზონში მეორედ, თბილისელთა ბომბარდირმა, ანასტასია ბოლქვაძემ შორეული დარტყმით აიღო.

თბილისში „ნორჩი დინამო“ ხობის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა და 1:4 წააგო. ხობელთაგან გოლების ავტორები გახდნენ – თამრიკო სალუქვაძე (, მარინე კახიძე (29), მარიამ შონია (60), ერთიც ავტოგოლით გავიდა, მასპინძლებიდან კი თავი მარიამ მოდრეკილაძემ (67) გამოიჩინა.

ტურის ცენტრალურ მატჩში, ლანჩხუთის „ევგრაფი შევარდნაძის“ სახელობის სტადიონზე ვიცე-ჩემპიონი „ლანჩხუთი“ მოქმედ ჩემპიონს, „ნიკეს“ დაუპირისპირდა და ისეთი მხარდაჭერა ჰქონდა, ვაჟთა ეროვნული ლიგის ბევრ გუნდს შეშურდებოდა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. 32-ე წუთზე ანგარიში, „ნიკეს“ მოთამაშე ლელა ჭიჭინაძემ პენალტით გახსნა. ლანჩხუთელებმა ანგარიშის გათანაბრება 59-ე წუთზე მარიამ დანელიას გოლით მოახერხეს. 71-ე წუთზე მასპინძლები თბილისელთა მიერ გატანილი ავტოგოლის შემდეგ დაწინაურდნენ და საბოლოოდ, პრინციპულ დაპირისპირებაში 2-1 გაიმარჯვეს.

მე-4 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს ქულათა მაქსიმუმით „ლანჩხუთი“ ლიდერობს, ბომბარდირთა დავაში კი, 6 გოლით პირველ ადგილზე კვლავ „ნიკეს“ ფეხბურთელი, ჯოშგუნა ალიევაა. 5 გოლით მეორე პოზიციაზე „კვარტალის“ მოთამაშე ანასტასია ბოლქვაძეა, 4 გოლით მესამე თეონა ბაქრაძეა „ლანჩხუთიდან“.

სატურნირო ცხრილი

1. ლანჩხუთი 4 12

2. კვარტალი 4 9

3. კოლხეთი ხ 4 7

4. ნიკე 4 7

5. ნ. დინამო 4 6

6. გორი 4 3

7. მართვე 4 1

8. ბათუმი 4 1