ქალთა ლიგა | „კვარტალმა“ „კოლხეთი“ დაამარცხა - სეზონის პირველი დუბლი ბოლქვაძემ შეასრულა #1TVSPORT
ქალთა ლიგა | „კვარტალმა“ „კოლხეთი“ დაამარცხა - სეზონის პირველი დუბლი ბოლქვაძემ შეასრულა #1TVSPORT

ქალთა ლიგის 2021 წლის სეზონის პირველი ტური თბილისის „კვარტალისა“ და ხობის „კოლხეთის“ დაპირისპირებით დასრულდა. ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში გამართული მატჩი თბილისელთა გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.

ანგარიში, მე-13 წუთზე მეგი ეჯიბიამ გახსნა. ტაიმის მიწურულს 44-ე წუთზე, ანასტასია ბოლქვაძემ, ანგარიში ორამდე გაზრდა. მანვე, მეორე ტაიმში, 65-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და ქალთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ერთ მატჩში ორი გოლის გატანა მოახერხა. მეოთხე გოლი, 88-ე წუთზე 14 წლის ფეხბურთელმა, ელენე ჩიქოვანმა გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

თბილისის „კვარტალმა“ პირველი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში და ახლა, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „ნიკესთან“ და „ლანჩხუთთან“ ერთად, სატურნირო ცხრილის ლიდერთა შორისაა.

დატოვე კომენტარი