ქალთა ლიგა 2-ის გადადებული მატჩები 27 თებერვლიდან 19 აპრილის ჩათვლით ჩატარდება #1TVSPORT
ქალთა ლიგა 2-ის გადადებული მატჩები 27 თებერვლიდან 19 აპრილის ჩათვლით ჩატარდება #1TVSPORT

საქართველოს ქალთა 2021 წლის ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 2-ის გათამაშების დარჩენილი ნაწილი, რომელიც კოვიდიდან გამოწვეული პრობლემების გამო შეჩერდა, 27 თებერვლიდან 19 აპრილის ჩათვლით ჩატარდება.

ლიგა 2-ის გამარჯვებული ქალთა ეროვნულ ლიგაში ბოლო ადგილზე გასულ „ბათუმს“ ჩაანაცვლებს, ხოლო მეორეადგილოსანს მთავარი ლიგის მეშვიდეადგილოსან „გორი იუნაიტედთან“ ფლეი-ოფში მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.

გათამაშების ლიდერია სოხუმის „დინამოს“ ქალთა გუნდი, რომელიც ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე 4 ლეგიონერით და საქართველოს ქალთა ნაკრების წევრებით გაძლიერდა, მიზნად კი ეროვნულ ლიგაში გადასვლა დაისახეს.

ქალთა ლიგა 2. სატურნირო მდგომარეობა

1. დინამო სოხუმი 8 24

2. ივერია ხაშური 8 19

3. ზარზმა ახალციხე 7 14

4. ფენიქსი ზუგდიდი 8 12

5. რაჭა 2020 9 8

6. დიდგორი მცხეთა 8 7

7. ქარიშხალა საჩხერე 9 6

8. ბახტრიონი ახმეტა 9 4