ქალთა ფეხბურთში სარეკორდო ტრანსფერი მზადდება – „ჩელსი“ ამერიკელ ფეხბურთელში 1.1 მილიონს გადაიხდის #1TVSPORT

11:15, 23.01.2025

ლონდონის „ჩელსი“ ქალთა ფეხბურთში სარეკორდო გარიგებას განახორციელებს.

გაზეთ The Guardian-ის ინფორმაციით, ინგლისური კლუბი მზად არის 1.1 მილიონი დოლარი გადაიხადოს „სან დიეგოსა“ და აშშ-ის ნაკრების მცველში ნაომი გირმაში. ეს სარეკორდო თანხაა ქალთა ფეხბურთის ისტორიაში.

წინა რეკორდი დამყარებული იყო 2024 წლის თებერვალში, როცა საფეხბურთ კლუბმა „ბეიმ“ ფორვარდი რეიჩელ კუნდანანჯი 860 ათას დოლარად შეიძინა.

მსგავსი