ქალთა ფეხბურთი – საქართველოს ნაკრებმა საემიროები დაამარცხა

10:38, 15.06.2019

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა არაბთა გაერთიანებული საემიროების გუნდთან პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართული მატჩი ქართველი გოგონების სრული უპირატესობით მიმდინარეობდა და 5:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ხატია ჭყონიამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი თეონა ბაქრაძემ, ლელა ჭიჭინაძემ და თამრიკო სალუქვაძემ გაიტანეს.

საქართველო 5:1 არაბთა საამიროები

გოლები: 1:0 ბაქრაძე (7), 2:0 ჭყონია (13), 3:0 ჭყონია (47), 3:1 რაუხი (ს.კ) (50), 4:1 ჭიჭინაძე (64), 5:1 სალუქვაძე (90+1)

საქართველო: სუხაშვილი, ქადაქიშვილი (85’ დიმოპულუ), პასიკაშვილი, ჩხარტიშვილი (46’ კალანდაძე), ბაქრაძე (76’ სალუქვაძე), ჭიჭინაძე (76’ პოღოსიანი), ჭყონია (76’ წოწერია), დანელია (82’ კულდონაშვილი), ხაბურზანია (46’ ეპიტაშვილი), სუთიძე, რაუხი

სათადარიგო შემადგენლობა: გაბუნია, ბოლქვაძე

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრების წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ მატჩს 17 ივნისს გამართავს. შეხვედრა 17:00 საათზე “დავით პეტრიაშვილი არენაზე” გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება.

მსგავსი