ქალთა ფეხბურთი | საქართველოს ნაკრებმა ანდორასთან მატჩამდე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა #1TVSPORT
ქალთა ფეხბურთი | საქართველოს ნაკრებმა ანდორასთან მატჩამდე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა #1TVSPORT

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩს 21 თებერვალს, 19:00 საათზე ანდორასთან „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართავს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია.

ირის ანტმანის გუნდმა მატჩამდე ერთი დღით ადრე დასკვნითი ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართა.

2025 წლის ერთა ლიგის C დივიზიონის გათამაშებაში საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ანდორას, კვიპროსს და მალტას დაუპირისპირდება. C ლიგა ექვსი ჯგუფისგან შედგება, B ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. დაწინაურების დამატებით შანსს მიიღებს ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი, რომლებიც პლეი ოფში B ლიგის მესამეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: თათია გაბუნია („ლანჩხუთი“), ეკა თაბაგარი („სამეგრელო“, ჩხოროწყუ), სვეტლანა გაბელაია („ნიკე-ლუსო“, თბილისი).

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი („ნიკე-ლუსო“, თბილისი), მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი“), სოფო ნარსია („ნიკე-ლუსო“, თბილისი), სალომე გასვიანი („ნიკე-ლუსო“, თბილისი), თამარ ქველიძე („ეტლინგვაიერი“, გერმანია), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი“), ელენე ბოლქვაძე („ბათუმი“).

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ირინა ხაბურზანია („ნიკე-ლუსო“, თბილისი), ნინო პასიკაშვილი („კვარტალი“, თბილისი), ნათია დანელია („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ლიზი მწყერაშვილი („ნიკე-ლუსო“, თბილისი), ტატიანა მატვეევა („ლანჩხუთი“), ანი აკობიძე („ლანჩხუთი“), ანანო წიქარიძე („ლანჩხუთი“), კესო მეტონიძე („რაჭა“, ამბროლაური) მაიკო ბებია („იუქსექოვასპორი“, თურქეთი), ლიზი კანკია („კვარტალი“, თბილისი), თინათინ ამბალია („კვარტალი“, თბილისი), ნინი ბუხრიკიძე („ნიკე-ლუსო“, თბილისი), თეონა ბაქრაძე („ნიკე-ლუსო“, თბილისი).