ქალთა ფეხბურთი | „ნიკე-ლუსომ“ კონკურენტი „ლანჩხუთი“ დაამარცხდა და ხუთი ქულით გადაასწრო #1TVSPORT
ქალთა ფეხბურთი | „ნიკე-ლუსომ“ კონკურენტი „ლანჩხუთი“ დაამარცხდა და ხუთი ქულით გადაასწრო #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, თბილისის „ნიკე-ლუსომ“ კონკურენტი „ლანჩხუთი“ 3:2 დაამარცხა და ხუთი ქულით გადაასწრო.

რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მედლებისთვის ბრძოლას ზედა ჯგუფში ოთხი გუნდი განაგრძობს და მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული ქულები გადაჰყვებათ.

„ნიკე-ლუსომ“ „ლანჩხუთი“ ნაკრების ბომბარდირის, თეონა ბაქრაძის დუბლითა და ტაისა ასუნსაოს მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით დაამარცხა. ლანჩხუთელთაგან კი დუბლი ტატა მატვეევამ მიითვალა.

თბილისში, სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში, „ნორჩი დინამო“ „კვარტალთან“ 0:7 დამარცხდა – ნინი ბერიძემ ექვსი გოლი გაიტანა. ჰეთთრიკით გამოიჩინა თავი „რაჭა 2020“-ის თავდამსხმელმა, კესო მეტონიძემ – „რაჭამ“ ჩხოროწყუში „სამეგრელოს“ 3:0 მოუგო.

XV ტური

„ბათუმი“ – „ელიტა“ 0:2

„სამეგრელო“ – „რაჭა“ 0:3

„მართვე“ – „ვერე“ 1:1

„ნიკე-ლუსო“ – „ლანჩხუთი“ 3:2

„ნორჩი დინამო“ – „კვარტალი“ 0:7