ქალთა ფეხბურთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
ქალთა ფეხბურთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

4 ნოემბერს ნიონში ქალთა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე C ლიგაში იასპარეზებს. ირის ანტმანის გაწვრთნილი გუნდი მე-4 ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეები საბერძნეთისა და ფარერის კუნძულების ნაკრებები იქნებიან.

C ლიგიდან საკვალიფიკაციო ეტაპის ორრაუნდიანი პლეი ოფის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები და C ლიგის ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს. ჯგუფების გამარჯვებულები 2027 წლის ერთა ლიგის გათამაშებისთვის B ლიგაში დაწინაურდებიან.

საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპის მატჩები 2026 წლის 3-7 მარტს, 14-18 აპრილსა და 5-9 ივნისს გაიმართება.