ქალთა ფეხბურთი | ევრო 2027-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა #1TVSPORT
საქართველო 17-წლამდელ გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში მასპინძელ ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.
პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების თავდამსხმელმა, ელენა ნაუმოსკამ გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრას 3 მარტს ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავს – მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.